შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის
ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის
საქართველოში ვეღარ შემოვა.
ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში
განუცხადა.
"ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო
შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ
შემოვა",- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში რამდენიმე დღით
იმყოფებოდა და სამცხე-ჯავახეთსაც ესტუმრა,
იური ლუჟკოვმა ბორჯომის
პარკშიც ისეირნა.