ახალი ამბები
პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც - სხდომაზე მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები არიან
25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა.

„ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმდჯომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ.

დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.

პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან - დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

პარლამენტის სხდომა გახსნა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ. სიტყვით მიმართა და არჩევნების შედეგები წარმოადგინა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მე-11 მოწვევის
პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი
პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ
13:43 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ
სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
12:43 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე
წევრი უფლებამოსილება ცნო.
12:02 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო
აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს
არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები
იკრიბებიან.
10:54 / 25.11.2024
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი
შემადგენლობა დაასახელა.
09:43 / 25.11.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.