ახალი ამბები
ელჩის განცხადებით, EU-ის ლიდერებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოსთვის EU-ის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის თავზე, "სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო".

ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ელჩმა თბილისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.


"ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის შეტანის შემდეგ ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს. შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო, ჩემთვის ეს პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.

დღეს, 1 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს",
- თქვა მან.



მან შეაფასა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასებას წარმოადგენს. ელჩის თქმით, საქართველოს მიღწეული აქვს ტექნიკური წისვლები ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, თუმცა აღნიშნავს, რომ 9 ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა.

ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ის ამბობს, რომ ანგარიში "პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს".


"დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს. ის მიღწეულ ტექნიკურ წინსვლასაც აღიარებს - მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის დიდი ხნით გადადებული გახსნა, მეორე - აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით გარემოს დაცვის, კლიმატის და ნარჩენების მართვის სფეროებში, მესამე - სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო.

ვისურვებდი, რომ მეტი ასეთი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შემეძლოს. სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა 9 ნაბიჯი ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.

გასული წლის ანგარიშის შემდეგ, 9 ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშვნელოვანი თავი - სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის",
- თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.


ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და ხაზი გაუსვა, რომ "წელს საქართველომ უკან დაიხია". ამ კონტექსტში მან 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა.


"ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე, წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა.

9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საპირისპიროც არ უთქვამთ, ამიტომ, ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს",
- თქვა მან.


ელჩმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ანგარიში და გაიმეორა, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ განხორციელდება რეფორმები.


"რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. ვთავაზობ ხელისუფლებას, ყურადღებით წაიკითხოს ანგარიშის 103 გვერდი, ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს, ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს და ასევე დაბრუნებას იმ ღირებულებებისადმი, რომელიც არ განიხილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს და ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს!",
- თქვა ელჩმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის
ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამართავენ ერთობლივ მარშს,
რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი)
აიღებს გეზს.
22:42 / 20.11.2024
კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამართავენ ერთობლივ მარშს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) აიღებს გეზს.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს
დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
09:07 / 20.11.2024
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.7397 ლარი გახდა.
17:16 / 19.11.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7397 ლარი გახდა.
კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი
ლიდერის განცხადებით, 19:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე
საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს წარუდგენენ. ამის შესახებ მან
Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
15:04 / 19.11.2024
კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, 19:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს წარუდგენენ. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.