ახალი ამბები
გამოიწვევს თუ არა ელექტრონული არჩევნები რიგებს?
26 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი რამ ხდება პირველად. გარდა იმისა, რომ არჩევნები ელექტრონულია, ის ჩატარდება გამსხვილებულ უბნებზე, სადაც ათასობით ამომრჩეველი შეიძლება იყოს რეგისტრირებული.

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 3000-ზე მეტი უბანი გაიხსნება, საიდანაც 2200-ზე მეტ უბანზე კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდება. თითოეულ უბანზე მაქსიმუმ 3 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. დიდ უბნებზე 5 კაბინა (ერთი კაბინა 700 ადამიანზე) და 5 რეგისტრაციის აპარატი იდგმება, საარჩევნო ყუთი - მინიმუმ 2.

ელექტრონული არჩევნები მოსახლეობის უმეტესობისთვის სიახლეა. მართალია, ცესკო მუდმივად ატარებს ტრენინგებს, მაგრამ ძალიან ბევრს სიტუაციაში გარკვევა უშუალოდ ადგილზე მოუწევს, რამაც შესაძლოა ხმის მიცემის პროცესი შეანელოს.

უბანი დილის 8 საათზე იხსნება და საღამოს 8 საათზე იხურება, ანუ ხმის მისაცემად 12 საათია. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არჩევნებზე ამომრჩეველთა საშუალოდ 60% მიდის, მაგალითად, 2016 წელს 52% მივიდა, 1992 წელს - 74%.

ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე დიდ უბნებს 1800- მდე ადამიანი მიაკითხავს. აქ საქმეს მნიშვნელოვნად აადვილებს ის, რომ უბანზე 5 რეგისტრაციის აპარატი დგას და 5 ადამიანის ერთდროულად მიღებაა შესაძლებელი.


რა ხდება რეგისტრატორის მაგიდასთან?

რეგისტრატორი ამოწმებს პირადობის მოწმობას ან პასპორტს (გაატარებს აპარატში). ამობეჭდავს ქვითარს, რომელზეც ამომრჩეველმა ხელი უნდა მოაწეროს. ხელმოწერილ ქვითარს რეგისტრატორი გაუმჭვირვალე ყუთში აგდებს.
აკეთებს მარკირებას.

იძლევა ბიულეტენს, რომლის ზედა ნაწილი საცდელად გამოიყენება. რეგისტრატორი მოქალაქეს უხსნის, როგორ უნდა გააფერადოს სუბიექტი.
გაფერადების შემდეგ აძლევს იმავე ბიულეტენს და ბიულეტენის ჩასადებს.
ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის კაბინისკენ და მაგიდასთან მის ადგილს სხვა იკავებს.

ამ პროცედურას დაახლოებით 2 წუთი სჭირდება, შესაბამისად, ყოველ 2 წუთში 5 რეგისტრატორთან 5 ახალი ადამიანი მიდის. ამ ანგარიშით, 1800 ადამიანს ხმის მისაცემად სწორედ 720 წუთი ანუ 12 საათი დასჭირდება.

თუმცა, პრობლემურია დილისა და საღამოს საათები, რადგან ამომრჩევლები ხშირად სწორედ დილაუთენია მიდიან უბანზე ხმის მისაცემად. იგივე ხდება საღამოსაც.
„შესაძლოა ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობდეს, მაგრამ მაღალი აქტივობა იყოს და ამის გამო იდგეს რიგი. ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია. მეორე მხრივ, რიგი ისეთი არ უნდა იყოს, ამომრჩეველი დაიღალოს და გაბრუნდეს.

უბანი საღამოს 8 საათზე იხურება, მაგრამ ამ დროისთვის ვინც რიგში დგას, ისინი ხმის მიცემას მაინც შეძლებენ“, - ამბობს გიორგი მონიავა, „სამართლიანი არჩევნების“ ექსპერტი.

ცესკოს მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს, ელექტრონული ტექნოლოგიების მოსახლეობისთვის გასაცნობად 1700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, ინფორმაცია მიიღო 150 000-მდე ამომრჩეველმა. ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდა 2024 წელს.

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ბმული, რომლის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში: https://game.cec.gov.ge



სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა
ცოლის დაწვა სცადა.
10:00 / 17.11.2024
თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.