ახალი ამბები
"საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობა ფუნდამენტური უფლებაა" - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მომავალ არჩევნებზე ხმის მიცემა სურთ. ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი უფლება ირღვევა, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს მას.


„აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატი ფლობს ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ვერ მოხვდა ამომრჩეველთა სიაში:


„არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა... მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები, - გარდა იმ ქალაქებისა, სადაც დიპლომატიური მისიები არსებობს და სადაც, სულ მცირე, 50 ადამიანია ჩაწერილი, - არ გაიხსნება. ასეთი მხოლოდ 60 უბანია.

„სირცხვილი, კანონის უგულებელყოფა“, - ასე აფასებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცესკოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ 60 უბანი გახსნას საარჩევნოდ.

ცესკოს 26 სექტემბრის განკარგულებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარდაიცვალა საციგაო სპორტის
ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ ქუმარიტაშვილი. სამწუხარო
ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.ვლადიმერ ქუმარიტაშვილი
ბაკურიანელია.
15:04 / 09.10.2024
გარდაიცვალა საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ ქუმარიტაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.ვლადიმერ ქუმარიტაშვილი ბაკურიანელია.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა
13:08 / 09.10.2024
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა
დღევანდელი დღე, 7 ოქტომბერი, ბოლო
დღეა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული
ინფორმაციით, საარჩევნო მიზნებისთვის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს
მოქალაქეებს შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ.
16:24 / 07.10.2024
დღევანდელი დღე, 7 ოქტომბერი, ბოლო დღეა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საარჩევნო მიზნებისთვის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ.
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები,
რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან
გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა
სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო
დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
16:23 / 05.10.2024
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ
გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების
უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
13:44 / 05.10.2024
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.