ახალი ამბები
როგორ შეძლებენ ემიგრაციაში ლეგალურად თუ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას
ქართველი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობებია:

საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და საზღვარგარეთ რეგისტრაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


იმ შემთხვევაში თუ პირმა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ან საზღვარგარეთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია ვერ მოასწრო , საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანში შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა , არაუგვიანეს კენჭისყრის დღემდეგ 19-ე დღისა - 7 ოქტომბერი.



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ქმნის საზღვარგარეთის უბნებს.

(საგარეოს მიერ ცესკოსთვის სიის მიწოდება მაღალი ალბათობით - 23 სექტემბრის კვირაში, 26 სექტემბრამდე მოხდება). ამ სიაში მოხვდება მხოლოს ის ამომრჩეველი, ვისაც ამ მომენტისთვის უკვე გავლილი აქვს საკონსულო აღრიცხვა /რეგისტრირებულია საზღვარგარეთ. ამ სიის მიხედვითვე აითვლება საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობაც.(50-3000მდე რეგისტრირებულ ამომრჩეველზე თითო უბანი).

ამომრჩევლები , რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ , რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში (ბოლო ვადა 7 ოქტომბრის ჩათვლით).


ანუ:

ცესკო სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი ) საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის.

საარჩევნო უბნები იქმნება საქართველოს საკონსულოებისა და საელჩოების ტერიტორიაზე.

საზღვარგარეთ გახსნილ თითოეულ უბანზე 3 000-ზე მეტი ამომრჩევლის რეგისტრაციის შემთხვევაში, იმავე საკონსულოს ან საელჩოს ტერიტორიაზე ცესკო ვალდებულია გახსნას დამატებითი უბანი.



საკონსულო აღრიცხვა-რეგისტრაცია


არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 19-ე დღისა - 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია:

✔ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში
✔ საკონსულო დაწესებულებაში.


ასევე, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ (26 სექტემბერი ), შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ: საუბნო საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 19-ე დღისა -7 ოქტომბრის ჩათვლით (26-სექტ -7 ოქტ).

• ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან;
• საარჩევნო უბანზე მისვლისას ხმის მიცემისთვის აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.



საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა


საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ონლაინ ფორმატში:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე - https://www.geoconsul.gov.ge/consular-registration
2. წინასწარ დანიშნულ დროს საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით
3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

ქართველი ემიგრანტების ონლაინპორტალზე - https://taobebi.com/ განყოფილება - https://taobebi.com/consulate-register [ალტერნატიული , მარტივი რეგისტრაციის საშუალება]




ამერიკის შემთხვევაში ნომერზე +1 212-812-2224
გერმანია: +49 1737376648
ბელგია: +32 489 52 85 85
საფრანგეთი : +33 619216633



საკონსულო რესგიტრაციაზე დადგომისთვის საჭირო დოკუმენტები:


• ანკეტა - https://shorturl.at/ThiIV
• ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი;
• წარმომადგენლის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით საჭიროა:
• რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• სასურველია, მაგრამ არასავალდებულო: პირის ფოტოსურათი და უცხო ქვეყანაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• განსხვავებული პროცედურები მოქმედებს ვებგვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში სავალდებულოა ფოტოსურათი .



მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას , თუ:


მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
• მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;
• შეუძლებელია წარდგენილ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიცირება;
• ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი;



საკონსულო რესგიტრაციის დროს ანკეტისშევსებისას გაითვალისწინეთ:


სელფის გადაღების მომენტში მობილური ტელეფონი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;




საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა.


საკონსულო აღრიცხვიდან შესაძლებელია პირი მოიხსნას რამდენიმე მიზეზის გამო:
• მოქალაქეობის შეწყვეტა;
• საკონსულო აღრიცხვის ქვეყნის შეცვლა;
• ყალბი დოკუმენტების წარდგენა;
• პირადი განცხადება, გარდაცვალება;
• სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
• პირი, რომელსაც გაუუქმდა პირადი ნომერი;
• პირი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ დაუტოვებია ქვეყანა;
• პირი, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისათვის საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა;


✔ იმყოფებით თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე? ამ მონაცემების გადმოწმება შესაძლებელია - https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება:

„საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს , ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს, მაგალითად, უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში - თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო დახმარების ეფექტურად გაწევას. თქვენი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დროს
შესაძლოა დაფიქსირდეს ინფორმაცია თქვენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ოჯახის წევრების შესახებ.”


✔ საზღვარგარეთ არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.


✔ საქართველოს საკონსულოში დარეგისტრირება საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს არ შეუქმნის.


✔ ნებისმიერ არალეგალურად მყოფ ადამიანს შეუძლია მშვიდად ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით.

ინფორმაციის სანდოობა დადასტურებულია ფაქტების შემოწმების საერთაშორისო სტანდარტით.




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.