მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა.
შეფასება 8.5;
1 გოლი;
1 საგოლე გადაცემა;
37 შეხება;
ზუსტი პასი 96% (26/25)
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში, საქართველოს საფეხბურთო
ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებელად, 4:1 ანგარიშით
მოიგო.
გოლების ავტორები არიან: ხვიჩა კვარაცხელიამ 11 მეტრიანი პენალტი
თავად მოიპოვა და სრული სიზუსტით შეასრულა. მეორე გოლი გიორგი
ჩაკვეტაძემ, შემდეგ მესამე გიორგი მიქაუტაძემ და რამდენიმე წუთში
გიორგი ქოჩორაშვილმა შესანიშნავი თავურით მეოთხე გოლი გაიტანა.
თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 7 სექტემბერს, საღამოს 8
საათზე დაიწყო. შემდეგი მატჩი საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან 11
სექტემბერს ექნება.