ახალი ამბები
საკირის, ტაძრისის, დგვარის, ჭობისხევის, ლარების გაზიფიცირება 2025 წლიდან იგეგმება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, იგეგმება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის გაზიფიცირება. ბუნებრივი აირის შესაყვანად სამუშაოები 2025 წლიდან დაიწყება საკირეში, ტაძრისში, დგვარში, ჭობისხევში და ლარებში. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნულია რომ აღნიშნული სოფლების: საკირის, ტაძრისის, დგვარის, ჭობისხევის და ლარების სტატუსი შემდეგნაირია:


2024 საპროექტო ( მომზადდება გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტი );
2025 სამშენებლო ( განხორციელდება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ).


რაც შეეხება სოფლებს: დვირს, ქვაბისხევს, ჩითახევს და დიდ მიტარბს, აქ გაზიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულია ინფორმაცია, რომ "პროექტი დასრულებულია (დასახლებულ პუნქტში განხორციელდა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები)". რეალურად, რა ეტაპზეა პროცესი ქვაბისხევში, დვირში, ჩითახევში და დიდ მიტარბში, ამ თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი სიუჟეტს ამზადებს და უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება რეგიონს. 2024 წელს გაზიფიცირებისთვის გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 6 სოფელში. 

მიმდინარე წელს საპროექტო დოკუმენტები მომზადდება და 2025–ში დაიწყება გაზიფიცირება რეგიონის 25 სოფელში.






Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის
ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამართავენ ერთობლივ მარშს,
რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი)
აიღებს გეზს.
22:42 / 20.11.2024
კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამართავენ ერთობლივ მარშს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) აიღებს გეზს.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს
დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
09:07 / 20.11.2024
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.7397 ლარი გახდა.
17:16 / 19.11.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7397 ლარი გახდა.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.