ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" სამცხე-ჯავახეთში დელეგატებად მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები დაასახელა
"ქართულმა ოცნებამ", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონებში დელეგატები დაასახელა. ამ ეტაპისთვის, 22 რეგიონში წარადგინა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები. სამცხე-ჯავახეთში მმართველი პარტიის მხრიდან წარდგენილი დელეგატები არიან სამცხეში (ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი) - ანტონ ობოლაშვილი, ხოლო ჯავახეთში (ახალქალაქი, ნინოწმინდა) - სამველ მანუკიანი. ოცნებას დელეგატები 30-ივე საარჩევნო ოლქში ეყოლება. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის განაცხადებას.



"როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.
შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.


გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო: დავით სონღულაშვილი
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი: ირაკლი ქადაგიშვილი
რუსთავი-გარდაბნის ისტორიული სოფლები: ირაკლი შატაკიშვილი
მარნეული-გარდაბანი: ზაურ დარგალი
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა: დავით შერაზადიშვილი
ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი: ანტონ ობოლაშვილი
ახალქალაქი-ნინოწმინდა: სამველ მანუკიანი
მცხეთა-მთიანეთი: დიმიტრი ხუნდაძე
გორი-კასპი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ხაშური-ქარელი: ზაზა დუგლაძე
ქუთაისი: ზაზა ლომინაძე
წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი: გივი ჭიჭინაძე
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული: პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული: ზვიად შალამბერიძე
ზუგდიდი: დათო კოდუა
ფოთი-ხობი-სენაკი: გიორგი ხახუბია
მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ: ილია ინჯია
გურია: ვასიკო ჩიგოგიძე
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი: გოჩა ენუქიძე
ბათუმი: აჩიკო ბერიძე
ქობულეთი: გია ჭყონია
ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო: ანზორ ბოლქვაძე



ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.


ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.


არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით.

რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ უახლოეს დღეებში დავასახელებთ"
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.