ახალი ამბები
საქართველოში საბურავების 45% ჩინეთიდან შემოდის
საქართველოში ახალი საბურავების
იმპორტი 12%-ით გაიზარდა.
2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ
36.548 მლნ დოლარის საბურავები იყიდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში
კი 40.929 მლნ დოლარის ღირებულების.
საბურავები ძირითადად ჩინეთიდან შემოვიდა, რომლის წილი მთლიან
იმპორტში 45%-ს შეადგენს.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც წელს საბურავების იმპორტი განხორციელდა,
ასეთია:
ჩინეთი - 18.410 მილიონი დოლარი;
თურქეთი - 5.958 მილიონი დოლარი;
რუმინეთი - 4.666 მილიონი დოლარი;
ვიეტნამი - 2.517 მილიონი დოლარი;
იაპონია - 2.442 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან 2024 წლის პირველ ნახევარში
10.826 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საბურავები გაიტანეს, გასული
წლის იმავე პერიოდში კი 19.678 მლნ დოლარის. მონაცემების თანახმად,
საბურავების ექსპორტი 45%-ით შემცირდა.
5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით საბურავების
ექსპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:
თურქეთი - 5.813 მილიონი დოლარის;
პოლონეთი - 1.957 მილიონი დოლარის
ეგვიპტე - 1.134 მილიონი დოლარის;
სომხეთი - 461 ათასი დოლარის;
გაერთიანებული სამეფო - 435 ათასი დოლარის.
წყარო: bpn.ge
გააზიარეთ :