ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს - კვლევა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს
განათლებაში ხარჯავს.
გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ერთ სულზე საშუალო თვიური ხარჯები
300.8 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი 125.6 ლარი (41.8%),
სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე, ხოლო ყველაზე მცირე, 7.1 ლარი
(2.4%) კი განათლებაზე მოდის.
ბოლო 20 წლის მანძილზე, ხარჯები ყველა მიმართულებაზე მინიმუმ 4-ჯერ,
ზოგ შემთხვევაში კი 20-ჯერ გაიზარდა, განათლებაზე კი 1.9-ჯერ.
მონაცემები შემუშავებულია შინამეურნეობების მიერ დეკლარირებული
მონაცემების მიხედვით. შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი
ხარჯების სტრუქტურა შესაბამისობაშია ხარჯების ინდივიდუალურ
კლასიფიკატორთან (COICOP).
2002-2016 წლები გადაანგარიშებულია მოსახლეობის 2014 წლის აღწერის
მიხედვით; 2017 წლიდან შერჩევის ჩარჩოს წარმოადგენს მოსახლეობის 2014
წლის აღწერის მონაცემთა ბაზა.
წყარო: კომერსანტი
გააზიარეთ :