ახალი ამბები
ახალდაბის მედიაკაფეში ბორჯომელი ახალგაზრდებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
„სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“ (SJCDC), ახალდაბის მედიაკაფესთან ერთად ახორციელებს პროექტს „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისათვის“. პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).



„სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრის“ (SJCDC) პროექტის - „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისათვის“- იდეა ორგანიზაციის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისგან მოდის და ძირითადად ემსახურება იმ პრობლემის გადაწყვეტას, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ნაკლებინფორმირებულობასთან ევროკავშირის შესახებ.



პროექტის მიზნებია:

• ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ;
• ევროკავშირის მიერ სამცხე-ჯავახეთში, მათ შორის - ბორჯომში დაფინანსებულ პროექტებზე ინფორმაციის მოძიება და გავრცელება ადგილობრივი მედიითა და სოციალური ქსელებით;
• ბორჯომის სკოლების პედაგოგების ინფორმირებულობის გაუმჯობესება ევროკავშირის საკითხებზე.



პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან შერჩეულ 20 მოსწავლეს მოწვეულმა ტრენერებმა: ანდრო გოცირიძემ, იოსებ ნანობაშვილმა, თეონა ზურაბაშვილმა, მარიკა ვაჭარაძემ, ეკა ქარდავამ ჩაუტარეს ტრენინგები და მიაწოდეს საჭირო მასალა აღნიშნულ თემაზე.











აგრეთვე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებისა თუ საჯარო მოხელეებისთვის განათლების სამინისტროს ბორჯომის რესურს ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე. შეხვედრა ჩატარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პარტნიორობით, მათ მიერ მოწვეული სპიკერი, სამართლის დოქტორი და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარე, ეკა ქარდავა, შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.




გარდა შეხვედრებისა, მომზადდა სპეციალური საგაზეთო ჩანართი გაზეთ „ბორჯომიnews”-ში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მათ შორის ბორჯომში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ.

შეხვედრებზე მიღებული ცოდნის შეჯამების მიზნით მოეწყო ასევე ვორქ-შოპი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამაგიდე თამაშის პრეზენტაცია. დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელმა ჭაბუკი ჭეიშვილმა, ახალგაზრდებს სამაგიდე თამაში EU&NATO გააცნო და წესების სრული დაცვით ათამაშა კიდეც ახალგაზრდები. ამ ტიპის ტრენინგი განსაკუთრებულად სახალისო აღმოჩნდა პროექტის მონაწილეებისათვის, მათ თამაშ-თამაშით გამოამჟღავნეს ის ცოდნა, რაც ტრენინგებზე მიიღეს და დასაჩუქრდნენ კიდეც. მედიაკაფეს საჩუქრად გადაეცა სამაგიდო თამაში, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ახალგაზრდებს სხვა დროსაც ექნებათ.




მიმდინარე პროექტის ფარგლებში ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში აქტიურად მიმდინარეობს უკვე დატრენინგებული მოსწავლეების სამზადისი პრეზენტაციების მოსამზადებლად ევროკავშირის თემაზე. მომავალი კვირიდან პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, როგორც თანატოლგანმანათლებლები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში მოსწავლეებს თავად წარუდგენენ პრეზენტაციებს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ, ესაუბრებიან მათ იმ სიკეთეებზე, რასაც ევროკავშირთან ურთიერთობას და წევრობას მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.