ახალი ამბები
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - აქცია დღეს ახალციხეში გაიმართება
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ მოწოდებით დღეს, 1 მაისს, 18:00 საათზე, ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართება. მოქალაქეები ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"ახალციხის მოქალაქეები; საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები მოვუწოდებთ ყველას, 1 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის წინააღმდეგ.

სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში, ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.

ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.

აგრეთვე შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები, თუ როგორი ძალადობრივი მექანიზმებით ებრძვიან მშვიდობიან მომიტინგეებს.

შევხვდებით 18:00 საათზე, რათა ყველას გავაგონოთ ახალციხის მოქალაქეების ჯანსაღი დამოკიდებულება და ქვეყნის განვითარების სურვილი" -
აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.