ახალი ამბები
ევროპარლამენტარები ევროკომისიას - დააკვირდით, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
22 ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ “ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ევროკომისიას მოუწოდებენ, თვალყური ადევნოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად გამოაქვეყნოს შესაბამისი შეფასება.

„ძალიან ვწუხვართ „ქართული ოცნების“ განზრახვის გამო, ხელახლა წარმოადგინოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გასულ წელს მასობრივი საპროტესტო აქციების დროს კატეგორიულად უარყო“, — ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა 9 ნაბიჯის გადადგმის პირობით და ამბობენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგება:

ნაბიჯი #9, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში

ნაბიჯი #1, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას.



„კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიჰყვეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ ევროპულ პრაქტიკას, ნაცვლად რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისას, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლებას, რეპრესიას და საბოლოოდ გაუქმებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს, რაც ფოკუსირებულია პროევროპული რეფორმების განხორციელებაზე, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაზე.

„კანონი „უცხოურ აგენტად“ ან „სახელმწიფოს მტრად“ გამოაცხადებს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირის ისეთივე დაფინანსებას, როგორსაც იღებს საქართველოს მთავრობა მსგავსი საქმიანობისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს დაპირება და
„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ნაცვლად, ინვესტირება განახორციელოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ ურთიერთობაში.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, მონიტორინგი გაუწიოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებებიკანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად წარმოადგინოს შეფასება. ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ რეგრესული პროცესის შემთხვევაში, შესაძლოა ევროკომისიას მოუწიოს, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციას. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებების და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით“, — ნათქვამია განცხადებაში.



განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები ძირითადი ევროპული პოლიტიკური ჯგუფებიდან:



1. პეტრას აუსტრევიჩიუსი, Renew Europe, ლიეტუვა;

2. მირიამ ლექსმანი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), სლოვაკეთი;

3. სვენ მიკსერი, სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი;

4. ვიოლა ფონ კრამონი, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია;

5. ანა ფოტიგა, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი, პოლონეთი;

6. ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ლიეტუვა;

7. კარინ კალსბრო, Renew Europe, შვედეთი;

8. ფრანსუა ტიოლე, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, საფრანგეთი;

9. კატალინ ჩე, Renew Europe, უნგრეთი;

10. ანა იულია დონათი, Renew Europe, უნგრეთი;

11. ანდრეი კოვაჩევი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ბულგარეთი;

12. ჰილდე ვაუტმანსი, Renew Europe, ბელგია;

13. მიჰაელა შოიდროვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ჩეხეთი;

14. მაიკლ გალერი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), გერმანია;

15. რაინარდ ბუტიკოფერი, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია;

16. რამონა სტრუგარიუ, Renew Europe, რუმინეთი;

17. ჯოზეფ მიჰალი, Renew Europe, სლოვაკეთი;

18. მარეკ პაველ ბალტი, სოციალ-დემოკრატები, პოლონეთი;

19. რასა იუკნევიჩიენე, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ლიეტუვა;

20. ატილა არა-კოვაჩი, სოციალ-დემოკრატები, უნგრეთი;

21. ნაჩო სანჩეს ამორი, სოციალ-დემოკრატები, ესპანეთი;

22. იზაბელ სანტოში, სოციალ-დემოკრატები, პორტუგალია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.