ახალი ამბები
უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საქართველოში - DEP-ის კვლევა
თანამედროვე საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ქართველები ქვეყნის მოსახლეობის 87%-ს, ხოლო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები: აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ოსები, იეზიდები, ბერძნები, ქისტები, უკრაინელები, აფხაზები და 13%-ს შეადგენენ.


საქართველოში მცხოვრებ სხვდასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანებს შორის ორი ყველაზე დიდი ჯგუფი სომხური და აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენლები არიან. უმეტესწილად სომეხი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კომპაქტურად სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ქვემო ქართლის ქალაქებსა და სოფლებში არიან დასახლებული.


იმის გამო, რომ ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ძირითადად მჭიდროდ არის დასახლებული საკუთარი ეროვნული ჯგუფით დაკომპლექტებულ საზოგადოებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ნაკლებად უწევთ ქართველებთან ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ტერიტორიულად თანაცხოვრობენ (მაგალითად ახალციხეში ქართველები და სომხები, მარნეულში ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები და ა.შ), როგორც განწყობების, ასევე ყოფა-ცხოვრების კუთხით არადომინანტური ჯგუფები უმრავლესობისგან ერთგვარად განცალკევებულნი არიან.


მთავარი გამოწვევა, რაც ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას ხელს უშლის წვდომა ჰქონდეს ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე, მიიღოს ინფორმაცია და აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში, ენობრივი ბარიერია. მაშინ, როცა მოსწავლეები საკუთარი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დასახლებულ, არაქართულენოვან ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ, ქართველებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ და შესაბამისად, მათი კომუნიკაციის ძირითადი ენა მშობლიურია, განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება.


ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა, აქვთ უფლება, რომ ზოგადი განათლება საკუთარ მშობლიურ ენაზე მიიღონ, არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება და საზოგადოებრივი მეცნიერებების ქართულ ენაზე უნდა სწავლება სავალდებულოა.

საქართველოში რეგისტრირებული 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, 10% არაქართულენოვანი - აზერბაიჯანული, სომხური ან რუსულია. სკოლის ასაკის ახალგაზრდები, სომხური და აზერბაიჯანული თემიდან, ერთეული გამონაკლისების გარდა ზოგად განათლებას საკუთარ მშობლიურ ენაზე იღებენ.

იმის გამო, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, სახელმწიფო ენის ცოდნის კომპეტენცია კი საკმაოდ დაბალია, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდები, ამ მხრივაც გამოწვევის წინაშე დგებიან.


კვლევის ინტერესის საგანს წარმოადგენდა იმის შესწავლა რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები საქართველოში ზოგადი განათლების მიღების პროცესში და რა გამოწვევები ექმნებათ მათ სწავლის შემდგომ საფეხურებზე გაგრძელების სურვილის შემთხვევაში.



DEP-ის გუნდმა კვლევის „უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.


კვლევა 2023 წლის მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში და მოიცავდა შემდეგ კომპონენტებს:


სამაგიდე კვლევა;
8 სიღრმისეული ინტერვიუ სფეროს ექსპერტებთან;
8 ფოკუს ჯგუფური დისკუსია ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელ 58 სტუდენტთან;
200 რაოდენობრივი ინტერვიუ 15-24 წლის ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან.



პროექტი განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის დაფინანსებით.





ვრცლად იხილეთ კვლევის ანგარიში:


უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საქართველოში



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.