ახალი ამბები
„შეიძლება კლინიკებმა რთული პაციენტები აღარ მიიღონ“ - ვატო სურგულაძე
„შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ კლინიკებმა ყველა მეთოდი გამოიყენონ, რათა რთული პაციენტები არ მიიღონ“ - ასე აფასებს ლეტალობის 6%-ზე მაღალი მაჩვენებლის მქონე კლინიკებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე „პალიტრანიუსის“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“.

როგორც სურგულაძე განმარტავს, არსებობს კლინიკები, რომლებიც მძიმე პაციენტებს იღებენ და ამ შემთხვევაში ლეტალობის ალბათობა შედარებით მაღალია. სწორედ ამ მიზეზის გამო, არაპროპორციულია სიკვდილიანობის 6%-ზე მეტის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტა.

„შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ კლინიკებმა ყველა მეთოდი გამოიყენონ, რომ რთული პაციენტები არ მიიღონ. ჯანდაცვის სამინისტროში ძირითადად მუშაობენ ყოფილი პოლიციელები და მილიციელები - დაგიჭერ, შეგიწყვეტ, დაგსჯი - სხვანაირად არ ესმით. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა ის კი არ არის, ვიღაცა დასაჯო, არამედ გამოავლინო პრობლემა და კლინიკასთან ერთად გადაწყვეტილიყო რატომ არის ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი“, - ამბობს სურგულაძე.

მისივე თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების შეწყვეტის გზით ხარისხის გაუმჯობესება კი არა, კლინიკების დიდი რაოდენობის დახურვა სურს. სურგულაძე ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაზრდელად ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეისწავლოს კლინიკებში არსებული ხარვეზები, გამოავლინოს პრობლემა და იზრუნოს მის აღმოფხვრაზე.

„არის კლინიკები, რომლებიც რთულ პაციენტებს იღებენ და მათი გადარჩენა რთულია, აქ სიკვდილიანობა მაღალი იქნება. საიდან აიღეს რიცხვი 6 არ ვიცი. მეორე ასეთი თეორიაა, რომ რაც შეიძლება მეტი კლინიკა უნდა დავხუროთ, დავტოვოთ ცოტა კლინიკა. ძალიან რთულია ახსნა ის, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. ნახევარფურცლიანი ე.წ განკარგულება რომ გაუგზავნეს კლინიკებს, ამას უნდა მოჰყვეს საკმაოდ ბევრფურცლიანი ახსნა, რას ნიშნავს 6%, როგორი მეთოდოლოგიით იქნება დათვლილი, შეეხება რეანიმაციას, თუ იქნება ზოგადი, დაითვლება წლის განმავლობაში თუ სხვა პერიოდის. ამით თითქოს ცდილობენ ხარისხი გააუმჯობესონ, აკრძალვებით, დასჯით ხარისხი არ გამოსწორდება. ხარისხი გამოსწორდება მაშინ, როცა შევისწავლით, რატომ აქვს ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი კონკრეტულ კლინიკას“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს დაუგზავნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სიკვდილიანობის 6%-ზე მეტის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.


წყარო: BPN
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.