ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონი - ბარბარე შონიას კიდევ ერთი წარმატება
ბარბარე შონიას მორიგი წარმატება. 11
წლის ბორჯომელი მოჭადრაკე სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონია 12 წლამდე
გოგონათა შორის.
9,10,11 თებერვალს ქ.ახალციხეში გამართულ, სამცხე-ჯავახეთის
ჩემპიონატზე ბარბარემ საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. 12 წლიან გოგონებს
შორის ბარბარე პირველ ადგილზე გავიდა 6 დან 5.5 ქულით.
ამით ბარბარემ საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც
ქ.ბათუმში 15-24 მაისს გაიმართება.
იქამდე კი პატარა ჩემპიონი საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე
საასპარეზოდ ემზადება 11 წლიან გოგონებს შორის.
ჩემპიონატის გამარჯვებულები ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი
იაშვილმა დააჯილდოვა.
გააზიარეთ :