კარწახთან საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო
სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის
ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978
წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო
საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის
რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად,
უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია
გავრცელებულ ინფორმაციაში.