ახალი ამბები
რა ტიპის ვირუსები და ინფექციებია დამახასიათებელი ზაფხულის სეზონისთვის - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომელი ვირუსები და ინფექციებია ზაფხულში გავრცელებული.


როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გაზაფხულის და ზაფხულის სეზონი სამი ვირუსის სიჭარბით ხასიათდება, კერძოდ, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ადენოვირუსი.


როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ლარინგოტრაქეიტი ხველით და ხმის ტემბრის ცვლილებით მიმდინარეობს, ადენოვირუსმა კი შესაძლოა, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან ნაწლავთა მოქმედების გახშირება. რაც შეეხება რინოვირუსს, ის გაციებით მიმდინარე დაავადებაა.


„ზოგადად, გაზაფხულის და ზაფხულის სეზონი სამი ვირუსის სიჭარბით ხასიათდება, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ადენოვირუსი. თუ გადავხედავთ ბოლო 3 კვირის სტატისტიკას, ივნისის თვესა და ივლისის პირველ კვირას, აქ ნათლად ჩანს ამ ვირუსების სიჭარბე. თუ პროცენტულ განაწილებას შევხედავთ, 24-ე კალენდარულ კვირას, რინოვირუსის 27% გვქონდა, პარაგრიპის 22%, ყველაზე მეტი კი ადენოვირუსის შემთხვევები გვქონდა - 29 %. მთლიანობაში, ამ სამ ვირუსზე მოდის შემთხვევების თითქმის ¾. შემდეგ, 25-ე კვირაშიც ამ სამი ვირუსის სიჭარბე გვქონდა. რინოვირუსი და პარაგრიპის ვირუსი გამორჩეული იყო, პარაგრიპის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი იყო - 34%. ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევათა 1/3 პარაგრიპით იყო გამოწვეული. პარაგრიპის უკან ლარინგოტრაქეიტი დგას, რომელიც ხველით და ხმის ტემბრის ცვლილებით მიმდინარეობს. ზოგადად, ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია უფრო მეტი სიჭარბე ზამთრის განმავლობაში, თუმცა წელს, პარაგრიპის მომატებული აქტიურობა დაფიქსირდა ივნისის პერიოდში. ბოლო, 26-ე კვირაშიც სამი ვირუსის სიჭარბე გვქონდა, უპირატესია ადენოვირუსი. ადენოვირუსს განასხვავებს ის, რომ მან შეიძლება ფილტვების ანთება გამოიწვიოს, კონიუნქტივიტი, ნაწლავთა მოქმედების გახშირება. ეს ამ სეზონისთვის ჩვეული ვირუსია. მინდა აღვნიშნო კორონავირუსიც. თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო 2 თვის სტატისტიკას, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ეს არ არის ბევრი, პროცენტულად თუ შევხედავთ, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 5% იყო სულ. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი მუდმივი თანამგზავრი გახდა. თუ შევაჯამებთ სეზონის თავისებურებას, კორონავირუსის შემთხვევები ერთეულია, ასევე, უფრო მეტად სჭარბობს ის ვირუსები, რომლებიც მსუბუქად მიმდინარე დაავადებებს იწვევენ, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპი და ადენოვირუსი. როდესაც ვსაუბრობთ მსუბუქად მიმდინარეობაზე, ძირითადი აქცენტი გვაქვს, სჭირდება, თუ არა ბავშვებს საავადმყოფოში მოთავსება. კლინიკაში მოთავსებისთვის მთავარი ფაქტორია ფილტვების ანთება, საბედნიეროდ, ამ ვირუსებისთვის მძიმე ფილტვების ანთება არ არის დამახასიათებელი, იშვიათად გვხვდება. ზაფხულის განმავლობაში, ორი უფრო საშიში ვირუსის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და გრიპის ერთეული შემთხვევა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში, გაციების მსგავსი დაავადების მიმდინარეობა მსუბუქია. ბავშვებს ნაკლებად სჭირდებათ საავადმყოფოებში მოთავსება“,
- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.


ამასთან მან, ზაფხულის პერიოდში ბავშვების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ ბავშვის წონის მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა მოახდინა, შესაბამისად, ენდოკრინოლოგებთან მიმართვიანობაც გაიზარდა, ამიტომ, ივანე ჩხაიძე მოუწოდებს მშობლებს, ბავშვები ზაფხულში ფიზიკურად მეტად აქტიურები იყვნენ.


„ძირითადი რეკომენდაციაა ის, რომ ეცადეთ, ბავშვები ფიზიკურად იყვნენ აქტიურები. მეტად დაკავდნენ სპორტული თამაშებით. სკოლის ასაკის ბავშვებში მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. მოზრდილ ასაკში 1-საათიანი ხანგრძლივობაა სასურველი, რათა ის ბალანსი შევინარჩუნოთ, რაც დარღვეული იყო პანდემიის დროს. ბავშვები ნაკლებს მოძრაობდნენ და ბევრ საკვებს იღებდნენ, ვგულისხმობ, წასახემსებელ საკვებს. ნაკლებმა მოძრაობამ განაპირობა წონის მატება. ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი მიმართვიანობა გვაქვს ენდოკრინოლოგებთან, ვინაიდან პანდემიამ ბავშვის წონის მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა მოახდინა“,
- აღნიშნა ვანო ჩხაიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.