ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 350-მდე წარმომადგენელი გადაამზადა
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის 350-მდე წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი ჩატარდა „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“.

ტრენინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისში, რუსთავში, გორში, კასპში, თეთრიწყაროში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ზუგდიდში, ამბროლაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში მოეწყო.

ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მთავარი მიზანია მაღალი ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში, ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტებს ვაკეთებთ ინკლუზიური ტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული სასწავლო კურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად დატვირთულ ადგილებში განხორციელდა და ჯამში ჩვენ გადავამზადეთ 350-მდე მონაწილეს. ძალიან სასიხარულოა, რომ კერძო სექტორის ინტერესი ამ კურსთან მიმართებით საკმაოდ მაღალია“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

გადამზადების კურსი განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებისათვისა და გიდებისათვის გაიმართა.

„ძალიან საინტერესო და ინფორმაციულ ტრენინგს დავესწარით ინკლუზიური ტურიზმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი რეგულაციებია და სწორედ ამის გაცნობა მოხდა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება ტურისტული განთავსების ობიექტებისთვის, ტურისტული სააგენტოებისთვის. როგორც სასტუმროს წარმომადგენლები ფეხს ვუწყობთ დღევანდელ სტანდარტებს და ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ აღნიშნული მითითებები, რაც იყო მოცემული ტრენინგზე“,-ამბობს ტრენინგის მონაწილე, სასტუმრო “ქლოქს ჰოტელ თბილისის“ წარმომადგენელი ანა მიქაძე.
ტრენინგებს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი „პარსა“ უძღვებოდა.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ დამსწრეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატები გადაეცათ.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.