ახალი ამბები
"ვინ არის ოლიგარქი? - კანონის მიღებით საკითხს მისტიკას მოვხსნით" - ირაკლი ღარიბაშვილი
ბრატისლავაში, გლობალური
უსაფრთხოების ფორუმზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს, პრემიერს მოდერატორმა
დეოლიგარქიზაციის პროცესის შესახებ ჰკითხა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ
ამ მიმართულებით მთავრობამ უკრაინული გამოცდილება გაიზიარა, ხოლო
კანონპროექტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ამასთან,
მოდერატორსა და პრემიერ-მინისტრს შორის შედგა დისკუსია იმის თაობაზე,
თუ ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი.
პრემიერი: დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოცდილება მივიღეთ
უკრაინიდან. იცით, რომ მათ ორი წლის წინ მიიღეს კანონი. ბევრ სხვა
ქვეყანას არ აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება და ამიტომ უკრაინის
მაგალითი ავიღეთ, ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ კანონპროექტი და
მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით
მივდივართ.
კანონის მიღება/არმიღების საკითხზე მინდა გავშალო,
საქართველოში რეალური ოლიგარქი არის ყოფილი თავდაცვის
მინისტრი.
მოდერატორი: მე მეგონა, რომ სხვაზე საუბრობდით, მაგრამ
იყოს.
პრემიერი: არ ვიცი, თქვენ ვისზე საუბრობთ.
მოდერატორი: მე თქვენ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე
ვსაუბრობ.
პრემიერი: როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი იქნება
ნათელი, თუ ვინ არის ოლიგარქი. მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ
ბრალდებებს. უსაფუძვლოა და არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები.
რადგან იკითხეთ დამფუძნებლის (პარტიის) ბატონი ივანიშვილის საკითხი,
ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული,
ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს,
რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური და დიქტატორული რეჟიმი,
რადგან სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არ არსებობდა დემოკრატიის
ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქუჩებში კლავდნენ, 300,000
ადამიანი იყო გასამართლებული, არ იყო არც კანონის უზენაესობა. ჩვენ
რეალური ცვლილებები გავატარეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. დღე და ღამე
რომ განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა.
წყარო: BM.GE
გააზიარეთ :