ახალი ამბები
ვის მოუწევს მოსაკრებლის გადახდა წყლის მოხმარებისთვის
პარლამენტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგიდან გამომდინარე მოამზადა.

კანონით შემოდის კონკრეტული ვალდებულება სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორისთვისაც. კერძოდ, ეს გულისხმობს წყლით სარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულებას ნებისმიერი ოპერატორისთვის, რომელსაც საქმიანობის პროცესში წყლის გამოყენება ესაჭიროება.

კანონს ასევე შემოაქვს ნებართვა, როდესაც საწარმო ან ნებისმიერი ობიექტი წყალს იყენებს და უკან აბრუნებს მაგალითად მდინარეში. მას ევალება დაბინძურებული წყალი არ ჩაუშვას მდინარეში, თუმცა ახალი კანონით მას ასევე დასჭირდება კონკრეტული ნებართვის აღება, სადაც გაიწერება, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს საწარმომ იმისთვის, რომ გამოყენებული წყალი უკან დააბრუნოს.

ანუ საუბარია ორი ტიპის ნებართვის სისტემის შემოტანაზე, რომელიც ეხება ყველა საწარმოს, რომელიც წყალს იყენებს და/ან აბრუნებს მდინარეში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, განსხვავებულია მიდგომა იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც ბევრი წელია უკვე ფლობენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას.

„ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვენ ყველა ნებართვას ვერ გადავხედავთ. ახალ, განსხვავებულ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს ვერ დავუწესებთ საწარმოებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ჰქონდათ მიღებული ნებართვა, თუმცა იმ საწარმოებს, რომლებსაც 5 წელიწადში უწევთ წყალთსარგებლობის ნებართვის აღება, მათ მოუწევთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და დასაბუთება, რატომ სჭირდებათ კონკრეტული რაოდენობის წყლის მოხმარება“, - განმარტავს ნინო თანდილაშვილი.

მისი თქმით, ამასთან არის კავშირში სამომავლოდ მოსაკრებლის სისტემის შემოღება წყლის გამოყენებაზე. სავარაუდოდ კანონი, სექტორების მიმართ განსხვავებულ მიდგომას გაითვალისწინებს.

„კანონით ზუსტად არ არის გაწერილი ყველას მოუწევს, თუ იქნება სექტორების მიხედვით გარკვეული დიფერენციაცია. მაგალითად, ზოგიერთი სექტორი წყალს იყენებს და მერე ისევ უკან აბრუნებს მდინარეში, ამიტომ მინიმალურია დანაკარგი. ჰიდროელექტროსადგურები მაგალითად.

არის ევროპის ქვეყნებში მაგალითები, რომ ენერგეტიკის სექტორს არ აქვს დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, ამიტომ ჩვენ უბრალოდ პრინციპი შემოვიტანეთ კანონით, რომ სამომავლოდ მოსაკრებლის ოდენობებს დავადგენთ და ასევე დავადგენთ სექტორებისთვის ინდივიდუალურად და დავადგენთ გამონაკლისებს, რომელ სექტორსაც არ მოუწევს გადახდა, მაგრამ პრინციპი მიმართულია იქითკენ, რომ ყველამ გამოიყენოს იმ რაოდენობის წყალი და მოითხოვოს იმ რაოდენობის წყლის ნებართვა, რაც მათ რეალურად საქმიანობისთვის სჭირდებათ“,
- განმარტავს თანდილაშვილი.

კანონი გაზრდის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. თუ საწარმო გაზრდის წარმადობას, მას შეეძლება მოითხოვოს დამატებით წყლის რესურსი.

„გარდა სანებართვო სისტემისა, კანონს შემოაქვს სააუზო მართვის სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა დაიყოფა მდინარეების აუზებად და მოხდება პრიორიტეტიზაცია, სხვადასხვა სექტორს შორის, რომელ სექტორს მიენიჭება წყალგამოყენების პრიორიტეტი.

ნინო თანდილაშვილის თქმით, პრიორიტეტთაგან პირველი არის თავისთავად მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება. შემდეგი იქნება სექტორები, მაგალითად ენერგეტიკა, მელიორაცია და სხვა დანარჩენი სექტორები.

„წყლის სააუზო მართვის გეგმები განსაზღვრავს ამ პრიორიტეტებს და ამის მიხედვით მოხდება წყლით სარგებლობის ნებართვების გაცემა“,-ამბობს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადებს, იმისთვის, რომ კანონმა იმუშაოს პრაქტიკაში, როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

„ვფიქრობთ, 2-წლიან პერიოდს ავიღებთ ამოქმედების პერიოდამდე. ამოქმედებაც ეტაპობრივია. ყველა მოთხოვნა ერთად არ ამოქმედდება“,
- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა რედაქტ2-თან ინტერვიუში.


წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
საერთაშორისო სავალუტო ფონდის
დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზურმა
გადაცემა
09:05 / 24.11.2024
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზურმა გადაცემა "ანალიტიკასთან"
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.