სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 27 შემთხვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული
სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში,
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
143 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 40 დარღვევა გამოვლენილია
კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 9 - ქვემო ქართლის, 2
- მცხეთა-მთიანეთის, 29 - შიდა ქართლის, 27 -
სამცხე-ჯავახეთის, 12 - იმერეთის, 20 - გურიის, 1 -
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 3 სამართალდარღვევა გამოვლენილია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია,
ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს
„საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის,
გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
2023 წლის მარტში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯამში,
ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 305 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ
შორის, 173 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 132 კუბურ მეტრამდე
მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“
დასაწყობდა.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს, სსიპ
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების 365 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან
ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1100 კუბური მეტრი
შეადგინა.