ახალი ამბები
10 წელში კერძო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 6.8 მლრდ მიიღეს - პრემიერი
2012 წლამდე ძალიან მწირე დაფინანსება ჰქონდათ კერძო კლინიკებს სახელმწიფოსგან. ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების 97%, რაც თითქმის 6.8 მლრდ ლარს შეადგენს. 6 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენს ჩვენს მიერ გადახდილი თანხები. ამას ემატება 1 მლრდ ლარზე მეტი კოვიდპანდემიის დროს ყველა პაციენტის მკურნალობის ანაზღაურება და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი დახმარება კერძო კლინიკებისთვის, მაშინ როცა 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მლნ ლარი. ეს შედარება, ეს განსხვავებაა ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმესა და 2012 წლამდე გაკეთებულ საქმეს შორის. ეს არის უზარმაზარი განსხვავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„ასევე, მინდა მოგახსენოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი. ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენ 390 მლნ ლარი გამოვყავით ამისთვის, საიდანაც 50 მლნ ლარით დაფინანსდა ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა საზღვარგარეთ და ამას ემატება 25 მლნ ლარი სოლიდარობის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ჯამში, 75 მლნ ლარი იქნა გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში. ეს არის ძალიან მოკლედ ის შედეგები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მმართველმა ძალამ, პარტიამ მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს.

70 მლნ ლარი წელიწადში, ანუ 10 წელიწადში, ჯამში, 700 მლნ ლარი იქნებოდა პროგრამის დაფინანსება, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ჩვენ კი 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ესაა თვალსაჩინო მაგალითი, რისთვისაც მე მინდა, ჯანდაცვის ყველა მინისტრს გადავუხადო მადლობა. გადავუხადო მადლობა ჩვენს ახალ მინისტრს, ბატონ ზურას, მან კიდევ უფრო მეტი პროგრამა დაამატა. წელს დაემატა, შარშანაც დაემატა სხვა პროგრამები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის ხარისხი, ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პატივცემული ექიმების, მთელი მედპერსონალის, მთელი სექტორის ჩართულობის, თქვენი დახმარების. მინდა ყველა ექიმს, ექთანს, მთელ მედპერსონალს გადაგიხადოთ მადლობა. სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა ყველას გულწრფელი მადლიერება დაგიდასტუროთ,“
- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.