„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები რეგიონიდან
19:43 / 10.03.2023
35 წინააღმდეგი, 1 მომხრე, მწვანეს
შემდეგ, ამჯერად წითელი ღილაკი - რამდენიმე დღიანი მასშტაბური
პროტესტის შედეგად.პარლამენტმა, პირველი მოსმენით
მხარდაჭერილი კანონპროექტი „აგენტების“ შესახებ ჩააგდო. ქვეყნის
მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ჯერ ბიუროს, შემდეგ კი პლენარული
სხდომა გაიმართა. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელიც დღეს განიხილეს
დეპუტატებმა. კანონპროექტის ჩაგდების შესახებ მმართველ გუნდში
განცხადება გუშინ გააკეთეს. „ქართულ ოცნებაში“ თავდაპირველად თქვეს,
რომ კანონპროექტს გაიწვევდნენ, თუმცა ამ განცხადებას მოყვა სფეროს
სპეციალისტების განმარტებები შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით,
აქცია კი კვლავ გაგრძელდა. სწორედ ამ გამოხმაურების შემდეგ , ოცნებამ
ბიუროს და პლენარული სხდომები ჩანიშნა, სადაც მოქალაქეებს პირობა
მისცა რომ კანონპროექტს ჩააგდებდნენ. მიმდინარე პროცესები და მიღებული
გადაწყვეტილება შეაფასეს სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის
წარმომადგენლებმა.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.