ახალი ამბები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პედაგოგები "უცხოელი აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პედაგოგები, "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება"
- აღნიშნულია განცხადებაში.



ცნობისთვის, 2 მარტს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „უცხოელი აგენტების გამოვლენის“ შესახებ კანონპროექტებს. საკომიტეტო განხილვა მედიის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ჟურნალისტები, მოგვიანებით ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებსაც. განხილვის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი აქციის 34 მონაწილე, მათ შორის ჟურნალისტები პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. პარლამენტი, კანონპროექტის განხილვას ხვალიდან, 6 მარტიდან გააგრძელებს.


„ხალხის ძალამ“ პირველი კანონპროექტი 14 თებერვალს დააინიცირა. დოკუმენტის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.


ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს, შვედეთის, ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან დღემდე არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი კანონის მიღება საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს შეუქმნის და შეაფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი მოუწოდებენ ინიციატორებსა და მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ასპინძაში 15 წლის გოგოს
ეძებენ.
18:47 / 09.06.2023
ასპინძაში 15 წლის გოგოს ეძებენ.
ზღაპარი სიკეთისა და ბოროტებისა ანუ
მზეონას თავგადასავალი-ასე ჰქვია მიუზიკლს, რომელიც მეექვსე საჯარო
სკოლის მოსწავლეებმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში
წარმოადგინეს.
15:38 / 09.06.2023
ზღაპარი სიკეთისა და ბოროტებისა ანუ მზეონას თავგადასავალი-ასე ჰქვია მიუზიკლს, რომელიც მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წარმოადგინეს.
გატეხილი სკამები, დაზიანებული გარე
განათება და ინფრასტრუქტურა, ასეთი რეალობაა დღეს ქალაქის ზოგიერთ
ქუჩაზე თუ სკვერში.
09:41 / 09.06.2023
გატეხილი სკამები, დაზიანებული გარე განათება და ინფრასტრუქტურა, ასეთი რეალობაა დღეს ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე თუ სკვერში.
ბორჯომში ზაფხულის სეზონის
დაწყებასთან ერთად, ქალაქში მანქანების რაოდენობაც იმატებს, რაც
საპარკინგე ადგილების სრულ ათვისებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით
რამდენიმე საპარკინგე ადგილია, სადაც მანაქანის გაჩერება
უფასოა.
14:49 / 08.06.2023
ბორჯომში ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, ქალაქში მანქანების რაოდენობაც იმატებს, რაც საპარკინგე ადგილების სრულ ათვისებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპარკინგე ადგილია, სადაც მანაქანის გაჩერება უფასოა.
2023-2024 სასწავლო წლისთვის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება
და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
ვებგვერდზე registration.emis.ge.
13:53 / 07.06.2023
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.