ახალი ამბები
"ჩვენთან არ ხდება სისხლის ჩაბარება, თუ ადგილზე არ იქნებიან სისხლის ბანკის წარმომადგენლები" - ბორჯომის სამედიცინო ცენტრი
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით ბარაბაძის ინფორმაციით, კახა შამილისთვის სისხლის გაღება და ჩაბარება მათთან არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე არ იმყოფებიან სისხლის ბანკის წარმომადგენლები. მისი განმარტებით, სხვა შემთხვევაში, მსურველს სისხლის გაღების შესაძლებლობა ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში არ ექნება.

ის რომ სისხლის გაღება, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი, ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომმა", ოჯახის რძლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით  გაავრცელა. ნათია ნიკურაძის განცხადებით, მსურველებს სისხლის ჩაბარება ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეეძლოთ. შეგროვებულ სისხლს კი სამედიცინო ცენტრი, სისხლის ბანკს გაუგზავნიდა. აღნიშნული ინფორმაცია უარყო ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.

"ჩვენთან არ ხდება სისხლის ჩაბარება, შეგროვება და სისხლის ბანკისთვის გაგზავნა. ეს არის შეუძლებელი. დონაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბორჯომში, ადგილზე იქნებიან სისხლის ბანკის წარმომადგენლები. ნამდვილად არ ვიცი, ვისგან აქვს ეს ინფორმაცია მიწოდებული ოჯახის რძალს. ფაქტია, რომ ჩვენთან სისხლის ჩაბარება არ ხდება" - განაცხადა ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ბარაბაძემ.


მოგვიანებით, ოჯახის რძალმა ნათია ნიკურაძემაც დაადასტურა, რომ მას სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არასწორად ჰქონდა მიწოდებული. 

"ჩვენ არასწორი ინფორმაცია გვქონდა მოწოდებული და სწორედ, ჩვენგან მოხდა ტელეკომპანია "ბორჯომისთვის" ინფორმაციის ამ სახით მიწოდება. ბოდიშს ვუხდი ტელევიზიას და მთელ საზოგადოებას, შეცდომაში შეყვანის გამო" - ამბობს ნათია ნიკურაძე.  


შეგახსენებთ, ბორჯომში მცხოვრები 38 წლის კახა შამილი 13 დეკემბრის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი დიაგნოზია ტვინის ქერქის ატროფია.კახა ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასევე მის სახელზე მიმდინარეობს კამპანია: გაიღე სისხლი კახას სიცოცხლისათვის.



ამავე თემაზე:


„მთავარი არის ფინანსები“-კახა შამილის ოჯახი და ახლობლები დახმარებას ითხოვენ
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.