რეზერვისტების წლიური ანაზღაურება იმატებს
განახლებული პროგრამის შედეგად
რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების წლიური ანაზღაურება 2500+ ლარის
ნაცვლად 4200+ ლარი იქნება.
ასევე, ისინი, მოქმედი სამხედრო
მოსამსახურეების მსგავსად, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით
ისარგებლებენ.
ტერიტორიული რეზერვისთვის რეგისტრაციის გავლა საქართველოს
მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის,
სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით შეუძლიათ. ტერიტორიულ რეზერვში
ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი და საშუალება
ექნებათ ისარგებლონ სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
მოქალაქეები გაივლიან 36-დღიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას,
რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე (თვეში ერთი შაბათ-კვირა),
ისინი რეზერვში სამსახურის დროს შეისწავლიან რეალურ საბრძოლო უნარებს.
სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო
სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. საბუთების მიღება
მიმდინარეობს ორშაბათიდან-ხუთშაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00
საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 104-ე
ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა
ბათაძემ, ასეულის სერჟანტმა რამინ ებრალიძემ და ოცეულის სერჟანტმა
დავით ჩილინდრიშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტ
„ტერიტორიული რეზერვის“ განახლებული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
საინფორმაციო შეხვედრას, ბორჯომის მერიის და საკრებულოს
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.