თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 9 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის
შედეგად 9 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლების
განცხადებით, დაშავებულია 37 000 ადამიანი.
მედიის ცნობით, მხოლოდ სირიაში 2 530 ადამიანი დაიღუპა, საიდანაც 1
280 პირი მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე გარდაიცვალა, ხოლო
1 250 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად
ნაწილებში.