ახალი ამბები
„უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“- საგზაო უსაფრთხოების შესახებ კამპანია იწყება
ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB-ის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო მასშტაბური ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია: „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის”.

საქართველოში სიკვდილიანობისა და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ავტოსაგზაო ინციდენტებს უკავშირდება. არსებული სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ზოლიდან ზოლში არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხიც. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაშავდა 15 222 და დაიღუპა 879 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი.


„ჩვენ, მეტად უსაფრთხო და უკეთეს გზებს ვქმნით საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან - ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა, ჩვენი, საერთო პასუხისმგებლობაა" – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

„საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია 2007 წლიდან, მას შემდეგ რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოში ოპერირება დაიწყო. ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საგზაო პროექტის მშენებლობასა და განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოსთვის გამოიყო 1 მილიარდი ევროს დაფინანსება ევროკავშირისგან და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩიე ჩურამ.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის საგზაო ქსელი განვითარდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც. საერთაშორისო პროექტებში ჩვენ მიერ გათვალისწინებული უსაფრთხოების კომპონენტები, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კობა გაბუნიამ.

,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება. 2022 წელს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში გავაუმჯობესოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

კამპანია, რომლის სლოგანია: "არ გაიმეორო შეცდომა", ავტოსაგზაო შემთხვევების კონკრეტულ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგზაო წესების დაცვის აუცილებლობაზე. კამპანია ფოკუსირებულია იმ ადამიანების რეალურ ისტორიებზე, რომლებიც თავად დაზარალდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების მესიჯების შემცველი ბილბორდები გამოჩნდება საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ხაშური, ზესტაფონი, ბათუმი). სატელევიზიო, ონლაინ და სოციალური მედიის საინფორმაციო არხების საშუალებით გავრცელდება საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომზადებული სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო მასალები. კამპანიის მიზანია საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობის და რისკების შესახებ.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია მიმდინარეობს ევროკავშირისა და მისი ბანკის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების (GTC) პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია, საქართველოსა და ევროპის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ავტოსაგზაო ქსელების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესებით გზით“.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.