„არ გამოიყენო ზაფხულის საბურავები ზამთარში!“ - ბაკურიანის განვითარების სააგენტო მძღოლებს მიმართავს
ბაკურიანის განვითარების სააგენტო
მძღოლებს მიმართავს, რომ ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში
ავტომობილებს არ მიეცემათ გადაადგილების საშუალება.
„ავტომობილების ზაფხულის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან
ბაკურიანი-ცემის მიმართულებით, საპატრულო პოლიცია უწევს
მონიტორინგს.
ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლებს არ
მიეცემათ საშუალება გადაადგილდნენ ზემოთ აღნიშნული მიმართულებით.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ბაკურიანში იზრდება მანქანების
რიცხვიც.
ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ზაფხულის საბურავებით გადაადგილდება, რაც
აფერხებს მოძრაობის ნაკადს და რისკს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე
სხვა მძღოლებისა თუ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას.
არ შეაფერხო მოძრაობა!
დაიცავი ნორმები!
არ გამოიყენო ზაფხულის საბურავები ზამთარში!
გაუფრთხილდი როგორც საკუთარ, ასევე სხვების უსაფრთხოებას!“- ნათქვამია
გავრცელებულ ინფორმაციაში.