ახალი ამბები
სამი ანსამბლი ბორჯომიდან, ლაურეატის წოდებით
საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ
ფესტივალზე, სამ ანსამბლს ბორჯომიდან, ლაურეატის წოდება
მიანიჭეს.
ფესტივალის ლაურეატები გახდნენ: "ნენანა", "თილისმა" და "მზეშინა".
შესარჩევი ტური მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ანსამბლებმა ფესტივალზე წარადგინეს ქართული სიმღერისა და ტრადიციული
გალობის ნიმუშები. მეორე ტურში გადასვლის შემდეგ ანსამბლებს მიენიჭათ
ლაურეატის წოდება და გადაეცათ სერთიფიკატი.
"ლაურეატის წოდება მოგვანიჭეს. შევასრულეთ სამი ხალხური
სიმღერა და სამი საგალობელი. ორივე კატეგორიაში გადავედით. მეორე
ტურშიც ასევე საგალობელი და ხალხური სიმღერები
შევასრულეთ" - ამბობს ანსამბლ "ნენანას" ხელმძღვანელი
ნანა ანდღულაძე.
ანსამბლი "ნენანა"
"ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩვენი
ანსამბლისთვის ეს წარმატება. მომავალშიც ნაყოფიერად გავაგრძელებთ
ქართული ფოლკლორის ნიმუშების პოპულარიზაციას" - გვითხრა
ანსამბლ "მზეშინას" ხელმძღვანელმა ლელა მუხურაძემ.
ანსამბლი "მზეშინა"
"ჩვენც მივიღეთ ფესტივალში მონაწილეობა და ორი ტურიც
წარმატებით გადავლახეთ, ისევე როგორც "მზეშინამ" და
"ნენანამ" - გვიპასუხა ანსამბლ "თილისმას"
ხელმძღვანელმა დალი ქასაშვილმა.
ანსამბლი "თილისმა"
ეროვნულ ფესტივალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურის
სამინისტროსთან ერთად, ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს.
გააზიარეთ :