ახალი ამბები
ანსამბლ "მზეშინას" ლაურეატის წოდება მიენიჭა
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების
ცენტრთან არსებულმა მგალობელ- მომღერალთა გუნდმა "მზეშინამ" 2022 წელს
მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში, რომლის შესარჩევი
ტური მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
"მზეშინამ" ფესტივალზე წარადგინა ქართული სიმღერისა და ტრადიციული
გალობის ნიმუშები. მეორე ტურში გადასვლის შემდეგ გუნდს მიენიჭა
ლაურეატის წოდება და გადაეცა სერთიფიკატი.
"ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩვენი
ანსამბლისთვის ეს წარმატება. მომავალშიც ნაყოფიერად გავაგრძელებთ
ქართული ფოლკლორის ნიმუშების პოპულარიზაციას" -
განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ანსამბლის
ხელმძღვანელმა ლელა მუხურაძემ.
ეროვნულ ფესტივალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურის
სამინისტროსთან ერთად, ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს.
გააზიარეთ :