ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა
კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო
ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან
საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი,
მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი
და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ.
დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.
დაშავებულია 29 ადამიანი, აქედან 15 ბავშვი.
უკრაინული მედიის ცნობით, ვერტმფრენი უკრაინის საგანგებო სიტუაციების
სახელმწიფო სამსახურს ეკუთვნოდა.