წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ წიწვოვანი
ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
კონტროლი მკაცრდება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია
სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე,
იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის
შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად
ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის
წესის დარღვევაზე გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომლებიც
მერყეობს 5 00 ლარიდან 2 000 ლარამდე.