სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 36 შემთხვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით,
უკანონო ტყითსარგებლობის 569 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის, 498 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 71 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა
და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 33 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 178
ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 94 სამართალდარღვევა, იმერეთში - 59,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 52, შიდა ქართლში - 41, სამცხე-ჯავახეთში -
36, მცხეთა-მთიანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, ქვემო
ქართლში - 8, გურიაში კი, 6 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 119 კუბურ მეტრზე მეტი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 62 ფაქტი. ამოღებულია 9 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი
საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.