ახალი ამბები
30-ზე მეტი ყოფილი ქართველი დიპლომატი სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
ყოფილი ქართველი დიპლომატები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.


მათ წერილები გაუგზავნეს ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, მათ საპარლამენტო ორგანოებს და წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, სადაც წერენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები, რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.


„პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახლა მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში“, — ნათქვამია წერილში.


ყოფილი ქართველი დიპლომატები ციტირებენ სააკაშვილი ამერიკელ ექიმებს და ამბობენ, რომ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს.


„როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს. როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ, ყოფილ ქართველ დიპლომატებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და მოვუწოდებთ შესაბამის მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ“, — ნათქვამია წერილში.



მიმართვას ხელს აწერენ:

1. გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი;

2. დავით ბაქრაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პარლამენტის წევრი;

3. გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი; Strategy International-ის საბჭოს წევრი;

4. კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, მალტაში, სან-მარინოში, FAO, IFAD, WFP, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, განათლების ყოფილი მინისტრი, თბილისის ყოფილი მერი; მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში;

5. მამუკა გამყრელიძე, ყოფილი ელჩი ჩინეთში, მონღოლეთში, ვიეტნამში; საქართველოს ევროპელი დემოკრატების პარტიის გენერალური მდივანი;

6. პაატა გაფრინდაშვილი, ეუთოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი; საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი (GRASS);

7. გიგი გიგიაძე, ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი;

8. თორნიკე გორდაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი;

9. ნიკოლოზ ვაშაკიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; საქართველოს ევროპელი დემოკრატების პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე;

10. გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი; პარლამენტის წევრი;
თემურ იაკობაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ყოფილი ელჩი აშშ-ში; ვაშინგტონში დაფუძნებული „აღორძინების ფონდის“ პრეზიდენტი;

11. სერგი კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; GRASS-ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;

12. ზურაბ კვაჭაძე, ყოფილი გენერალური კონსული ოდესასა და დონეცკში (უკრაინა);

13. გიორგი კუბლაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში; IVERIA-ს დამფუძნებელი;

14. ტარიელ ლებანიძე, ყოფილი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში;

15. ალექსანდრე ლომაია, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;

16. ეკატერინა მაირინგ-მიქაძე, ყოფილი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში; კიოლნის საკრებულოს ადმინისტრაცია;

17. გრიგოლ მგალობლიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში;

18. ლევან მეტრეველი, MD, PhD, MPH, საქართველოს ყოფილი ელჩი რუმინეთში, მოლდოვაში, კანადაში, ბულგარეთში; საქართველოს უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის პროფესორი;

19. ნინო ნაკაშიძე, დოქტორი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთში; ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის მოადგილე;

20. ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში; საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი;

21. მამუკა ჟღენტი, ევროპის საბჭოში ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი; საქართველოს ევროპული ღირებულებების ინსტიტუტის დამფუძნებელი;


22. სალომე სამადაშვილი, საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში, ყოფილი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში; პარლამენტის წევრი, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი;

23. დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; თავდაცვის ყოფილი მინისტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე;

24. ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი; საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი;

25. ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დამფუძნებელი;

26. შოთა ღვინერია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი;

27. ვალერი ჩეჩელაშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ყოფილი ელჩი უკრაინაში, ყოფილი ელჩი რუსეთში, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი, სუამ-ის ყოფილი გენერალური მდივანი; ევროპის ლიდერთა ქსელის წევრი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საბჭოს წევრი;

28. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ყოფილი ელჩი შვეიცარიაში და ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;


29. გია ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი კვიპროსში; ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევარი;

30. ნათია ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ყოფილი დირექტორი; ისტორიისა და მემკვიდრეობის ექსპერტი გროის მუზეუმში, საფრანგეთი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო
აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს
არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები
იკრიბებიან.
10:54 / 25.11.2024
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი
შემადგენლობა დაასახელა.
09:43 / 25.11.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.