ახალი ამბები
უკრაინაში, ქალაქ ბოროდიანკაში ცნობილი სთრით არტისტის, ბენქსის გრაფიტი გამოჩნდა
უკრაინაში, ქალაქ ბოროდიანკაში
ცნობილი სთრით არტისტის, ბენქსის გრაფიტი გამოჩნდა.
ბენქსიმ, რომელიც 20 წელზე მეტია პოპულარულ ანონიმ არტისტად რჩება,
დღეს, 12 ნოემბერს თავის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა
გრაფიტი წარწერით: „ბოროდიანკა. უკრაინა“.
უკრაინული მედია წერს, რომ გრაფიტი ბოროდიანკაში, დანგრეულ სახლზე
რამდენიმე დღის წინ შენიშნეს.
თავდაპირველად ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ბრიტანელმა
ფოტოჟურნალისტმა და რეპორტიორმა, ედ რემმა, რომელიც Getty Images-თვის
მუშაობს უკრაინაში.
ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ერთ ფოტოზე გრაფიტი ასახავს, როგორ
ამარცხებს ბავშვი ძიუდოს ფორმაში გამოწყობილ კაცს. ჟურნალისტი ხაზს
უსვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძიუდოში შავი ქამრის
მფლობელია და იგი მაისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF)
საპატიო პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„მაინტერესებს, ეს ბენქსია თუ იმიტაცია?“ – დაწერა მან ინსტაგრამზე და
ბენქსის ოფიციალური გვერდი მონიშნა. ედ რემმა სულ სამი გრაფიტის
ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა ბოროდიანკიდან.
მოგვიანებით ბენქსიმ სამი გრაფიტიდან ერთის ფოტო
გამოაქვეყნა წარწერით – ბოროდიანკა.
ბოროდიანკა, ქალაქი, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, რუსული
თავდასხმის შედეგად ომის პირველ დღეებში, რუსეთის თავდასხმის შედეგად
ფაქტობრივად განადგურდა.
წყარო:batumelebi
გააზიარეთ :