ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი აპარატიდან მოხსნეს
ვაკის პარკში, დენის დარტყმის
შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გაუმჯობესდა.
განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა
ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ. მისი
ინფორმაციით:
„ამ წუთისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ ფილტვის ხელოვნური
ვენტილაციიდან მოიხსნა. შემოდის კონტაქტში. თავის მშობლებს უკვე
დაეკონტაქტა. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა 24
საათის - ის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო - ანოქსიური
დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე
სახლში წავა," - განაცხადა დავით ციბაძემ.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკიდან
უკვე გაწერეს.