სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა
ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას
აღნიშნავს.
ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში
სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანი,
დედოფალი ნანა, წმ. სიდონია და აბიათარი მოიხსენიება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დიმიტრი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით,
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, „მცხეთობა-სვეტიცხოვლობის"
დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სახის კულტურულ-გასართობი
ღონისძიება გაუქმებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,
ღონისძიებები, ასევე გადადებულია მთელი ქვეყნის
მასშტაბით.