ახალი ამბები
ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 52 596 დანაშაული ჩაიდინეს
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან
დღემდე რუსებმა უკრაინაში 52 596 დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ
ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 36 281 დანაშაული,
აქედან 34 944 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების
დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან
წარმოებას, 31 - ომის პროპაგანდას, 1233 კი - სხვა დანაშაულებს.
ასევე დაფიქსირდა 15 399 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.
აქედან 11 298 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის
ხელყოფაა, 1 728 - სახელმწიფო ღალატი, 2 489 - კოლაბორაციონისტული
საქმიანობა, 189 - აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 - დივერსია,
547 კი - სხვა სახის დანაშაული.
წყარო:www.interpressnews.ge
გააზიარეთ :