ახალი ამბები
2023 წლიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება.

„ჩვენ ერთად უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში ჩართულები იყვნენ. ეს ექსპერტები წინა კვირაში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. ზუსტად მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნის შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით, ასევე „რითეილის მარჟის“ გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს.

ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა, რომ უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის უკვე გვექნება ეს რეფერენტული ფასები და პირველ ეტაპზე, ეს საპილოტე რეჟიმში გაეშვება. ხოლო მეორე ეტაპზე, მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება,“
- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.