რუსებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსებმა ოდესის ოლქზე იერიში ხუთი
რაკეტით მიიტანეს. პივდენის საჰაერო სარდლობის ჰაერსაწინააღმდეგო
სარაკეტო ქვედანაყოფმა ზღვის თავზე ორი რუსული ფრთოსანი რაკეტის
ჩამოგდება მოახერხეს.
იერიში დაახლოებით 03:00 საათზე განხორციელდა.
ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერგი
ბრაჩუკი „ტელეგრამზე” ავრცელებს. მისივე თქმით, რუსებმა რაკეტები შავი
ზღვიდან გაისროლეს.