ახალი ამბები
6 თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 221 ადამიანი გარდაიცვალა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 221 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

6 თვეში სულ 2 572 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათ შორის 92 სიმთვრალით იყო გამოწვეული. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 3 538 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 5 574 ხანძარი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 32 ადამიანი და ტრავმა მიიღო 98-მა მოქალაქემ. ხანძრის შედეგად 195 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკას, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში მოძალადეთა რაოდენობამ 3 735 ადამიანი შეადგინა. მათგან 3 152 კაცი, ხოლო 583 ქალი იყო. ექვსი თვის მონაცემებით, მსხვერპლი 4 002 ადამიანია. აქედან 3 345 ქალი და 657 კაცი. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორისაა 13 წელზე უმცროსი ასაკის 131 ბავშვი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში - 1 893 ადამიანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი - 430 ადამიანი და კახეთის რეგიონი - 414 ადამიანი.

საქსტატის თანახმად, იანვარ-ივნისის პერიოდში ტრეფიკინგის მუხლით 4 დანაშაულია ჩადენილი და აქედან ერთი საქმეა გახსნილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების
მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამი
პირი მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური
ავრცელებს.
11:13 / 10.08.2022
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ბორჯომში, სოფელ ტბაზე, ხევში
გადავარდნილი სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაცვლილია.
16:58 / 09.08.2022
ბორჯომში, სოფელ ტბაზე, ხევში გადავარდნილი სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაცვლილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს
წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,
11:10 / 06.08.2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“,
,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,კარწახი“,  არადეკლარირებული
სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის
ფაქტები აღიკვეთა.
12:59 / 04.08.2022
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,კარწახი“,  არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით წინა წლებთან
შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია.
11:24 / 02.08.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია.
ინტერაქტივი
პირველი ზაფხული პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი რეგულაციების და შემცირებული შეზღუდვების შემდეგ. რა საჭიროებების წინაშე დგას ბორჯომი, როგორც საკურორტო ქალაქიმ მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე?
მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტუქტურა, ადგილზე სამედიცინო სერვისის მიღების სირთულეები, მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული
დღის ამბები
ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერებს აგროვებს - რა ხდებოდა ბორჯომის საკრებულოში;
იცავენ თუ არა ბაკურიანში კოვიდრეგულაციებს;
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.