ახალი ამბები
საქართველოში ყირიმ-კონგოს ყველაზე მეტი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია.

ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 36 სამცხე-ჯავახეთში.

„7 თვეში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გვაქვს 2 გარდაცვალება. ლეტალობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს. ყირიმ-კონგოს დაავადება საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა. ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა 1-10-15 შემთხვევა, წელს კი ყველაზე მეტი - 42 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.

2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულა ყირიმ-კონგოს 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება. ზოგადად, გარდაცვალების მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში 12.9 პროცენტი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ეს არის ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფიდან, რომელსაც მიეკუთვნება მარბურგის ცხელება, ებოლა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში, ლეტალობის პროცენტი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგო აფრიკის, აზიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და თურქეთშია გავრცელებული. ჩვენთან ენდემურად არის გავრცელებული. ძირითადი გავრცელების რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი. ყირიმ-კონგო ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან გადადის. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი, წითელი ლაქებით. ასევე, პაციენტს სისხლში მთელი რიგი ცვლილებები აღენიშნება. დიაგნოზი ძირითადად „პისიარ“ ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ამას ჩვენ დღეს ვატარებთ ლუგარის კვლევით ცენტრში, შემდგომ კი სეროლოგიურად ვიკვლევთ. ძირითადად, მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში.

ჩვენს ცენტრალურ ინფექციურ კლინიკას ყირიმ-კონგოს მკურნალობაში საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა, ან ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არის. ძირითადად გამოიყენება ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც არის „რიბავერინი“. ძირითადი აქცენტი მაინც პრევენციაზეა.

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის და სამედიცინო მუშაკები კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულები დაავადების ადრეულ სიმპტომებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, პაციენტებმა დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა იმის საწინდარია, რომ დაავადება არ გართულდეს და მძიმე გამოსავალი არ მივიღოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ვეტერინარული დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე შიდა ქართლში, სადაც ენდემური კერები გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება, ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები მუშაობენ მესაქონლეებთან, თუ რა უნდა გააკეთონ პირველივე სიმპტომის შემთხვევაში“,
- აღნიშნავს გამყრელიძე.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.