"ქართული ოცნების" ლიდერებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს
16:23 / 28.07.2022
დღეს, 28 ივლისს, „ქართული ოცნების“
ლიდერებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს.მმართველი პარტიის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და
რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომში, პარტიის
სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს,
მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე დაესწრნენ უმრავლესობის წევრები ანტონ
ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და სახელმწიფო
რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, პარტიის
ლიდერებმა ისაუბრეს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე და
საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.
რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის,
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი
ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და
საკრებულოს თავმჯდომარეებთან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე
და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
საქართველოს მე-11 მოწვევის
პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი
პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების"
დეპუტატები ესწრებოდნენ აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი
ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.