ახალი ამბები
ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბორჯომში დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კაცის წინა სასამართლო პროცესი გაიმართა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გ.კ–მ სასამართლოზე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პროტესტის ნიშნად 8 სმ-იანი რკინა გადაყლაპა, რადგან მის თხოვნას, არამწეველების საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ აკმაყოფილებდნენ.  დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა და 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„თქვენი სასამართლოში პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა და ის უფრო დამძიმდა. თქვენ ბრალი გედებათ სსკ-ს 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვე პუნქტით „დ“ ქვეპუნქტით, ასევე მე-3 ნაწილების „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მუხლში ცვლილება შევიდა. ამ დანაშული დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა სასჯელად დაგენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა ვადით 16-დან 20 წლამდე. ეს ნიშნავს განზრახ მკვლელობის მცდელობას გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის. ასევე ბრალი გედებათ სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვე პუნქტით, კანონი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე , ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე“, - განმარტა სხდომაზე მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ.

ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ მას დანაშაულის ჩადენა არ ახსოვს და დუმილის უფლებას იყენებს – „ერთი ეს მახსოვს, რომ ჩემმა გოგომ დაიძახა“.

როგორც მან მოსამართლეს უთხრა, 8 სმ–იანი რკინის მეტალი გადაყლაპა, რადგან მის მოთხოვნას – სხვა საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ აკმაყოფილებდნენ.

„როგორც „კონცლაგერში“ ისე მექცეოდნენ. ერთი თვე ვიხვეწებოდი არამწეველების კამერაში გადავეყვანე. გაზის კამერაში რომ შეაგდებდნენ ეგრე ვიყავი. სანამ რვა სანტიმეტრიანი რკინა არ გადავყლაპე, არ გადამიყვანეს“, - თქვა ბრალდებულმა.

იგი წინააღმდეგი იყო პროცესი მედიას გაეშუქებინა – „არ მსურს ჟურნალისტებმა გააშუქონ ჩემი საქმე, თორემ საერთოდ აღარ მოვალ სასამართლოზე და დავტოვებ ყველაფერს“,- თქვა მან.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ სხდომა იყო საჯარო და მის დახურვასთან დაკავშირებით კანონიერი შუამდგომლობა არ იყო დაყენებული.

სასამართლო პროცესზე მხარეებმა გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხა წარადგინეს. ორივე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნეს, მაგრამ სადავო გახადეს.

პროკურორმა, თამუნა მურჯიკნელმა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვება ითხოვა. როგორც მან განმარტა, კვალვ არსებობს მაღლი ინტენსივობით საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების განხორციელების.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არსებობს მაღალი საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენის, რასაც ადასტურებს ის გარემოება, თუ რა კატეგორიის დანაშაულში ედება ბრალი ბარლდებულს. კერძოდ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტზე, ოთხი დამამძიმებელი გარემოებით, მათ შორის გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრების მიმართ.

ასევე მას დაუმძიმდა დანაშაული. ის ასევე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრით, იგივე პირების მიმართ, როდესაც დანაშაული ჩაიდინა. ასევე მას ეგონა, რომ მეუღლე მოკლა და პოლიციაში გაიგო, რომ მცდელობის ფაქტზეა დაკავებული და არა დასრულებულ მკვლელობაზე, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და პოლიციასთან თქვა, რომ „რითი ვერ მოვკალი“. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულები, მოწმეები, ოჯახის წევრები არიან გამოსაკითხი და შესაბამისად რისკები და საფრთხეები არსებობს, რომ მათზე ზემოქმედება მოხდეს“,
-  განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულმა პროკურორს უთხრა, რომ იგი პოლიციას თავად ჩაბარდა, შესაბამისად მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საშიშროება არ არსებობს.

„მე რომ ძალადობა მდომებოდა პოლიციაში ჩემი ფეხით კი არ მივიდოდი. წავიდოდი და გავივლიდი ვერც ვერავინ დამაკავებდა, სისულელეა რასაც მეუბნებით. სიმართლე გითხრათ მე ჩემს ცოლთან საერთოდ არ მქონია უთანხმოება, ის გველი რომელსაც ახსენებენ (სიდედრი) მესამედ მიკეთებს ამას. რომელ კაცს არ შეუგინებია ოჯახში? რომელ კაცს არ უთქვამს ხმამაღალი სიტყვა? გენდერულ თანასწორობას რომ გვახვევენ თავს ეგაა ოჯახის დანგრევის მიზეზი“, - განაცხადა მან პროცესზე.

მოსამართლემ გიორგი ლობჯანიძემ, პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 2022 წლის 9 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება.

სასამართლო პროცეს ბრალდებული დედა, ოჯახის წვერები და მეგობრები ესწრებოდნენ, პროცესის დასრულების შემდეგ არცერთმა მათგანმა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში გ.კ-მ მიმდინარე წლის 1-ელ მაისს ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.




წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"



ამავე თემაზე:

ბორჯომში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.