ახალი ამბები
"მას, ვინც ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში არ ერთვება, არ უნდა ევროკავშირი" - პარლამენტის თავმჯდომარე
"ვინც არ ერთვება ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი - დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მათი მხრიდან პროცესში ჩართვისთვის მე-13 პირობად დააყენა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესში მონაწილეობაზე უარით ოპოზიცია პროცესს აზიანებს.

„არის რეკომენდაციები, რომელზეც უნდა იმუშაოს პარლამენტმა, მათ შორის, კანონებიც მიიღოს პარლამენტმა, ეს პარლამენტი კანონებს ვერ მიიღებს „ქართული ოცნების“ ანუ უმრავლესობის გარეშე, რა ფორმატი წარმოუდგენია ოპოზიციას ჩვენს გარეშე, მე მიკვირს, რადგან არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გარეშე, ამიტომ დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის განხორციელებაში ჩართვის წინაპირობად დაასახელა მე-13 წინაპირობა და თქვა, რომ თუკი ეს მე-13 წინაპირობა დაკმაყოფილდებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაერთვებოდა საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში, თუკი მათი წინაპირობა, ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდებოდა, უარს ამბობს საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში ჩართვაზე. აქედან დასკვნა ხომ ნათელია?!

ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ სხვადასხვა საკითხი. ერთი საკითხია, რაც შეეხება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით და ჩვენ ვმუშაობთ იმ 12 პუნქტზე, რაც განსაზღვრეს. სხვა ბევრი საკითხი შეიძლება არსებობდეს საქართველოში, ამის მიბმა და წინაპირობად და ულტიმატუმად დაყენება... ოპოზიცია ამბობს: მე მაშინ ვიქნები ევროპული, თუკი წინაპირობას და ულტიმატუმს დამიკმაყოფილებ, თუ არ დამიკმაყოფილებ, არ ვიქნები ევროპული, არ ჩავერთვები. ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით უკვე აზიანებს ამ პროცესს, რადგან ევროკავშირმა დეპოლარიზაცია, მათ შორის, იმიტომ ახსენა, რომ სურს დაინახოს ქართული პოლიტიკური ჯგუფების მეტ-ნაკლებად ერთობლივი მუშაობა. ის ფაქტი, რომ არ ჩაერთვებიან ამ მუშაობაში, უკვე დააზიანებს ამ მუშაობას,“
- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე
და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
15:20 / 25.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ, 26
ნოემბერს გახდება ცნობილი.
14:23 / 25.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.
საქართველოს მე-11 მოწვევის
პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი
პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ
13:43 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ
სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
12:43 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე
წევრი უფლებამოსილება ცნო.
12:02 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.