ახალი ამბები
"ქართული ოცნება" მზადაა ბარიერის 2%-მდე დასაწევად, საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში
მმართველი პარტია მზადაა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - თქვა კობახიძემ.

მან მედიას უთხრა, რომ ეს არ არის იმ 12 პირობიდან ერთ-ერთი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამის გამო არ გეგმავენ ბარიერის დაწევაზე გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირისგან გადაწყვეტილების მიღებამდე.

"შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ", - ასე განმარტა მან მიზეზი.

კობახიძე ამბობს, რომ მაღალი საარჩევნო ბარიერი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში მიზანშეწონილია.

"პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს", - აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც "ქართული ოცნებაა", არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო. ამ დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უმჯობესდებოდა საპარლამენტო ოპოზიციის მდგომარეობა - ფრაქციის შექმნას შეძლებდა ოთხი დეპუტატიც - დღეს ამისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.

საარჩევნო ბარიერის დაწევა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ, "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებაზე არმიერთების მიზეზით, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ დოკუმენტს აღარ მიუბრუნდებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე
და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
15:20 / 25.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ, 26
ნოემბერს გახდება ცნობილი.
14:23 / 25.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.
საქართველოს მე-11 მოწვევის
პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი
პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ
13:43 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ
სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
12:43 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე
წევრი უფლებამოსილება ცნო.
12:02 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.