1 აშშ დოლარი 2.9038 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.9038 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
2.8710 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.0328 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9625 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 2.9574 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0051 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.